AdVoc · სამართლებრივი

სარგებლობის წესები და პირობები

პლატფორმით სარგებლობის წესები, პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.

6 წთ საკითხავი12 მუხლი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ოფერტს და მასზე ელექტრონულად დათანხმებით (Check-box მონიშვნით ან/და პლატფორმაზე მომსახურების დაჯავშნით) თქვენ დებთ კანონიერ ძალის მქონე ხელშეკრულებას შპს „ინოვეა ჯგუფთან" (ს/ნ 402343040).

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

1.1. პლატფორმა — შპს „ინოვეა ჯგუფი" (ს/ნ: 402343040), რომელიც უზრუნველყოფს ვებ-გვერდისა (www.advoc.app) და აპლიკაციის Advoc ფუნქციონირებას, ადვოკატთა მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას და პლატფორმაზე რეგისტრირებულ ადვოკატებთან კონსულტაციისათვის (ონლაინ თუ ფიზიკური) ჯავშნების ტექნიკურ მართვას, ჩატებისა და საქმის მართვის ციფრული ინსტრუმენტების მიწოდებას.

1.2. კლიენტი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას ადვოკატის მოსაძიებლად და მასთან კონსულტაციის (ონლაინ თუ ფიზიკური) დასაჯავშნად ან/და საქმის მართვის მოდულით სარგებლობისთვის.

1.3. ადვოკატი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, დამოუკიდებელი უფლებამოსილი სამართლებრივი სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე საკუთარი პროფესიული მომსახურების გაწევის მიზნით.

1.4. ონლაინ კონსულტაცია — ადვოკატის მიერ კლიენტისთვის პლატფორმის ინტეგრირებული ვიდეო/აუდიო ინფრასტრუქტურის ან დისტანციური საკომუნიკაციო არხების (Zoom, Teams და სხვ.) მეშვეობით გაწეული პირდაპირი იურიდიული მომსახურება.

1.5. ფიზიკური კონსულტაცია — ადვოკატის მიერ კლიენტისთვის ადვოკატის ოფისში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ ლოკაციაზე ფიზიკურად გაწეული იურიდიული მომსახურეობა — კონსულტაცია.

1.6. საქმის (ქეისის) მოდული: მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირებული პერსონალური ციფრული სივრცე, სადაც კლიენტი ერთვება მას შემდეგ, რაც ადვოკატი პლატფორმაზე დაარეგისტრირებს მის „საქმეს" (ქეისს). აღნიშნული მოდული კლიენტს აძლევს საშუალებას, უსაფრთხოდ ადევნოს თვალი საქმის მსვლელობას, მიიღოს ან გაუზიაროს ადვოკატს სამართლებრივი დოკუმენტაცია და ისარგებლოს სრულად დაშიფრული (e2e) საკომუნიკაციო არხით.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი და პლატფორმის სტატუსი

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია პლატფორმის მიერ კლიენტისთვის ტექნოლოგიური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს: ადვოკატების პროფილებზე წვდომას, კალენდრის მართვის, ონლაინ ან ფიზიკური კონსულტაციის დაჯავშნისა და ანგარიშსწორების სისტემით სარგებლობას, აგრეთვე მობილურ აპლიკაციაში ადვოკატის მიერ ინიცირებულ „საქმის მოდულში" კლიენტის ტექნიკურ ჩართვას და ამ სივრცის ინსტრუმენტებით (დაშიფრული ჩატი, ფაილების საცავი) მართლზომიერ სარგებლობას.

2.2. პლატფორმის სამართლებრივი სტატუსი: კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ პლატფორმა არის მხოლოდ ტექნოლოგიური შუამავალი. პლატფორმა თავად არ ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და არ წარმოადგენს იურიდიულ კომპანიას. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება ფორმდება უშუალოდ კლიენტსა და ადვოკატს შორის, პლატფორმისგან სრულიად დამოუკიდებლად, მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით. პლატფორმა არ წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს ან შუამავალს სამართლებრივ ჭრილში.

მუხლი 3. კონსულტაციის (ონლაინ ან/და ფიზიკური) დაჯავშნის წესი და მოდელები

3.1. კონსულტაციის დასაჯავშნად კლიენტი ირჩევს სასურველ ადვოკატს პლატფორმაზე განთავსებული საჯარო პროფილებისა და ტარიფების საფუძველზე.

3.2. დაჯავშნა ხორციელდება შემდეგი ორიდან ერთ-ერთი მოდელით:

  1. პირდაპირი ჯავშანი: კლიენტი ადვოკატის კალენდარში ირჩევს ადვოკატის მიერ წინასწარ მითითებულ თავისუფალ დროს, იხდის მომსახურების საფასურს და ჯავშანი ავტომატურად ითვლება დადასტურებულად.
  2. მოთხოვნა დადასტურებით: კლიენტი საკუთარი ინიციატივით სთავაზობს ადვოკატს მისთვის სასურველ დროს და ჯავშნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საფასურის წინასწარ ავტორიზაციას. შეთავაზების მიღების შემდეგ, ადვოკატს აქვს 24 საათი დროის დასადასტურებლად, სხვა დროის შესათავაზებლად ან უარსაყოფად. ადვოკატის მიერ დროის დადასტურების შემდეგ, იხსნება საკომუნიკაციო არხი (ჩატი) დეტალების დასაზუსტებლად. ჯავშანი ძალაში შედის მხოლოდ ადვოკატის დადასტურებისა და საფასურის საბოლოო გადახდის შემდეგ.

მუხლი 4. ფასები და ანგარიშსწორება

4.1. კონსულტაციის (ონლაინ თუ ფიზიკური) ფასს დამოუკიდებლად და ექსკლუზიურად განსაზღვრავს თავად ადვოკატი. ფასი მითითებულია საიტზე ადვოკატის პროფილზე და მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

4.2. კლიენტი ვალდებულია კონსულტაციის საფასური სრულად გადაიხადოს წინასწარ, პლატფორმის ინტეგრირებული ელექტრონული საგადახდო სისტემის მეშვეობით.

4.3. პლატფორმა იღებს კლიენტის მიერ გადახდილ თანხას თავის ანგარიშზე, როგორც ადვოკატის წარმომადგენელი (აგენტი) თანხის მიღების ნაწილში. კლიენტის მიერ პლატფორმაზე თანხის წარმატებით გადახდა ითვლება კლიენტის მიერ ადვოკატის წინაშე ფინანსური ვალდებულების ჯეროვნად შესრულებად.

მუხლი 5. კონსულტაციის გაუქმება და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

5.1. კონსულტაციის გაუქმება ადვოკატის მიზეზით: თუ კონსულტაცია (ონლაინ თუ ფიზიკური) არ ჩატარდა ადვოკატის ბრალით (ადვოკატი არ გამოცხადდა შეხვედრაზე, გააუქმა ჯავშანი ან შეექმნა ტექნიკური შეფერხება), ადვოკატი 24 საათის განმავლობაში სთავაზობს კლიენტს ალტერნატიულ დროს, ხოლო კლიენტის მიერ ახალ შეთავაზებაზე შემდეგი 24 საათის განმავლობაში უარის თქმის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, პლატფორმა იღებს ვალდებულებას კლიენტისგან ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაუბრუნოს კლიენტს გადახდილი თანხა იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

5.2. კონსულტაციის გაუქმება კლიენტის ინიციატივით:

5.2.1. თუ კლიენტი აუქმებს დადასტურებულ ჯავშანს კონსულტაციის დაწყებამდე 48 საათით ადრე, გადახდილი თანხა კლიენტს უბრუნდება სრულად (გარდა საბანკო ტრანზაქციის საკომისიოსა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.2.2. თუ კლიენტი აუქმებს ჯავშანს შეხვედრამდე 48 საათზე ნაკლებ დროში, ან საერთოდ არ გამოცხადდება შეხვედრაზე, გადახდილი თანხა არ უბრუნდება, ვინაიდან აღნიშნული დრო ითვლება ადვოკატის მიერ დაკარგულ სამუშაო დროდ (დროის რეზერვირების კომპენსაცია).

5.3. კონსულტაციის დასრულების პრეზუმფცია: თუ კონსულტაციის დათქმული დროის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში კლიენტი პლატფორმაზე არ დააფიქსირებს ოფიციალურ პრეტენზიას კონსულტაციის 5.1. მუხლით გათვალისწინებული პირობების გამო ჩაშლასთან დაკავშირებით, კონსულტაცია ავტომატურად ითვლება წარმატებულად და ჯეროვნად ჩატარებულად, რის შემდეგაც თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

6.1. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი:

  1. ადვოკატის მიერ გაწეული სამართლებრივი კონსულტაციის შინაარსზე, ხარისხზე, სისწორესა და მის სამართლებრივ შედეგებზე.
  2. კლიენტის მიერ ადვოკატისთვის არასწორი, არასრული ან ყალბი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებით გამოწვეულ ზიანზე.
  3. მესამე მხარის ტექნოლოგიური პლატფორმების (Zoom, Teams, ინტერნეტ-პროვაიდერები, საბანკო ოპერაციები) მუშაობის შეფერხებაზე ან გათიშვაზე.

6.2. ნებისმიერ შემთხვევაში, პლატფორმის მაქსიმალური ფინანსური პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე შემოიფარგლება კლიენტის მიერ კონკრეტული ჯავშნისთვის გადახდილი თანხის ოდენობით.

მუხლი 7. კონფიდენციალურობა და საადვოკატო საიდუმლოება

7.1. კლიენტი ადასტურებს, რომ იცის და ეთანხმება: კონსულტაციის (ონლაინ თუ ფიზიკური) პროცესი (ვიდეო/აუდიო კომუნიკაცია) მიმდინარეობს პლატფორმისგან დამოუკიდებელ, იზოლირებულ ვირტუალურ სივრცეში. პლატფორმას არანაირი წვდომა არ გააჩნია კონსულტაციის შინაარსთან, საუბრის ჩანაწერთან ან მხარეთა შორის გაცვლილ სამართლებრივ დოკუმენტებთან.

7.2. კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ პლატფორმაზე ფუნქციონირებს ორი სხვადასხვა ტექნოლოგიური და სამართლებრივი სპეციფიკის მქონე საკომუნიკაციო სივრცე:

7.2.1. კონსულტაციის ჩატი (პრე-კონსულტაციის ჩათვლით)

გამოიყენება ჯავშნების ორგანიზებისა და ორგანიზაციული დეტალების დაზუსტებისთვის. ეს არხი არ არის სრულად დაშიფრული (e2e). ტექნიკური ან ფინანსური დავის/პრეტენზიის წარმოშობისას, პლატფორმის ადმინისტრაციას აქვს უფლება გადახედოს ამ მიმოწერას ხარისხის კონტროლისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.

7.2.2. საქმის (ქეისის) ჩატი

იხსნება მობილურ აპლიკაციაში უშუალოდ საადვოკატო მომსახურების პროცესისთვის და დაცულია სრულად დაშიფვრის (e2e encryption) სტანდარტით. პლატფორმას არანაირი ტექნიკური წვდომა არ გააჩნია ამ მიმოწერის შინაარსსა და გაცვლილ ფაილებზე.

7.3. კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა და კონფიდენციალურობის დაცვა სრულად რეგულირდება „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით. საადვოკატო საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსკლუზიურად ადვოკატს.

მუხლი 8. ინტელექტუალური საკუთრება და პლატფორმის მართლზომიერი გამოყენება

8.1. ვებ-გვერდი (www.advoc.app), მობილური აპლიკაცია Advoc, ბრენდის სახელწოდება, სასაქონლო ნიშნები, ლოგო, დიზაინი, ინტერფეისი, პროგრამული კოდი, ალგორითმები, მონაცემთა ბაზები, გრაფიკული გამოსახულებები და პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტური თუ აუდიო-ვიზუალური მასალა წარმოადგენს პლატფორმის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.

8.2. კლიენტს ენიჭება პლატფორმით სარგებლობის მხოლოდ შეზღუდული, პერსონალური, არაექსკლუზიური და გაუქმებადი უფლება (ლიცენზია) წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. კლიენტს მკაცრად ეკრძალება პლატფორმის ნებისმიერი ელემენტის კოპირება, მოდიფიცირება, რეპროდუცირება, გავრცელება ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომერციული ექსპლუატაცია პლატფორმის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 9. პლატფორმის გვერდის ავლით გარიგების აკრძალვა

9.1. კლიენტს მკაცრად ეკრძალება ადვოკატისთვის კონსულტაციის (ონლაინ თუ ფიზიკური) საფასურის პირდაპირ (ნაღდი ანგარიშსწორებით, პირადი საბანკო ტრანზაქციით ან სხვაგვარად) გადახდა პლატფორმის საგადახდო სისტემის გვერდის ავლით, აგრეთვე ადვოკატის წაქეზება აღნიშნული ქმედებისკენ.

9.2. წინამდებარე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, პლატფორმა უფლებამოსილია ცალმხრივად, დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეუწყვიტოს კლიენტს პლატფორმით სარგებლობის უფლება და დაბლოკოს მისი მომხმარებლის პროფილი, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

მუხლი 10. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)

10.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისთვის, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორი) გარემოებებით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა, თავიდან აცილება ან კონტროლი მხარეების ძალებს აღემატებოდა.

10.2. ფორს-მაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება (მაგრამ არ შემოიფარგლება): სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი), საომარი ან საგანგებო მდგომარეობა, მასშტაბური ეპიდემიები/პანდემიები, სახელმწიფო ორგანოთა ისეთი აქტები ან რეგულაციები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პლატფორმის ფუნქციონირებას.

10.3. პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორულ გარემოებად ასევე განიხილება პლატფორმის კონტროლის მიღმა არსებული გლობალური ან ლოკალური ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მასშტაბური კოლაფსი, სატელეკომუნიკაციო არხების საერთო გათიშვა, ელექტროენერგიის ცენტრალური მიწოდების წყვეტა, საერთაშორისო მასშტაბის ან ლოკალური კიბერ-შეტევები ან გარე ჰოსტინგ-პროვაიდერების სერვერების მუშაობის პარალიზება.

10.4. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მხარეთა ვალდებულებების შესრულების ვადები გადავადდება აღნიშნული გარემოებების მოქმედების ვადის პროპორციულად. თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება 30 (ოცდაათ) დღეზე მეტ ხანს, პლატფორმა უფლებამოსილია გააუქმოს დაჯავშნილი მომსახურებები.

მუხლი 11. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა

11.1. პლატფორმის ტექნიკურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია კლიენტმა უნდა წარადგინოს ელ-ფოსტაზე: [email protected]. პლატფორმა განიხილავს განაცხადს 5 სამუშაო დღეში.

11.2. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11.3. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კლიენტსა და პლატფორმას შორის და ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მუხლი 12. ხელშეკრულების შეწყვეტა

12.1. ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.

12.2. კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება პლატფორმაზე საკუთარი პროფილის დეაქტივაციით/წაშლით.

12.3. პლატფორმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე, შეუწყვიტოს კლიენტს პლატფორმით სარგებლობის უფლება და დაბლოკოს მისი პროფილი, 3 (სამი) თვით ადრე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე (ხოლო მუხლი 8 და მუხლი 9-ის დარღვევისას, დაუყოვნებლივ).

12.4. პლატფორმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები და აცნობოს ამ ცვლილების შესახებ კლიენტს ცვლილების განხორციელებამდე 2 (ორი) თვით ადრე ელ-ფოსტაზე.