AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association24 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა

გორში ადვოკატებისთვის ტრენინგი და შეხვედრა ჩატარდა

Published date: 24 სექტემბერი 2026 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“, Expertise France-ის მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის…

გორში ადვოკატებისთვის ტრენინგი და შეხვედრა ჩატარდა

Published date: 24 სექტემბერი 2026

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“, Expertise France-ის მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა გორში, თემაზე: „შრომის ფუნდამენტური სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები: დრ. იუსტინას უსონისი (Expertise France), რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია.

შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ოდრიუს ბიტინასმა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

- მედიაცია შრომით დავებში;

- შრომითი დავები, არსებითი პირობები და შრომითი

- ურთიერთობის შეწყვეტა;

- ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები და აღსრულების მექანიზმები და სხვა.

გორში ვიზიტის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე შეხვედრა გამართა ადვოკატებთან, რომლებიც გორში საქმიანობენ.

შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მოისმინა ადვოკატების მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

1 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს
სამართალი23 სექ. 2026

1 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
სამართალი22 სექ. 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

AdVoc რედაქცია
1 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს
სამართალი22 სექ. 2026

1 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს

AdVoc რედაქცია