AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association21 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Published date: 21 სექტემბერი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას განაგრძობს. ს…

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Published date: 21 სექტემბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდება თემაზე: „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის“.

ამასთან, CLDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაცია იწყებს ადვოკატთა დარგობრივ სპეციალიზებულ კურსს - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“.

კურსის ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი მსმენელებით და სწავლა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები კორნელის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადვოკატთა უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებს შევთავაზოთ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს. CLDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას ვანახლებთ“. აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ოქტომბრის განმავლობაში ადვოკატები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ
სამართალი16 სექ. 2026

ოქტომბრის განმავლობაში ადვოკატები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ

AdVoc რედაქცია
განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
სამართალი15 სექ. 2026

განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

AdVoc რედაქცია
ადვოკატებისთვის გასვლითი შემეცნებითი ტური ჩატარდა ყაზბეგში
სამართალი14 სექ. 2026

ადვოკატებისთვის გასვლითი შემეცნებითი ტური ჩატარდა ყაზბეგში

AdVoc რედაქცია