AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association23 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

Published date: 23 ოქტომბერი 2026 პირველად საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული …

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

Published date: 23 ოქტომბერი 2026

პირველად საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსი დაიწყო! კურსში ქართველი და უცხოელი ადვოკატები მონაწილეობენ.

სასწავლო კურსს უძღვებიან დარგის ქართველი და ამერიკელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

სპეციალიზებული კურსის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) საერთაშორისო საკითხების იურისტ-მრჩეველმა, ჯოსელინ შტაინერმა.

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 56 საათს და მოიცავს როგორც ონლაინ ასევე, პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიიღებენ და სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭებათ.

„დარგობრივი სპეციალიზაციის კურსი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, კორნელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დავიწყეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი სპეციალიზაციისა და იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. პროგრამა ქართველ და უცხოელ იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთანავე, კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სერტიფიკატი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის პროგრამის პროფესიულ მნიშვნელობას და ხელს უწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია
8 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო!
სამართალი21 ოქტ. 2026

8 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო!

AdVoc რედაქცია