AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association22 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

Published date: 22 ოქტომბერი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საშუალებას გაძლევთ ასოციაციის სახელით მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის სასურველ, სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიულ კონფერენციაში. კერძო…

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

Published date: 22 ოქტომბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საშუალებას გაძლევთ ასოციაციის სახელით მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის სასურველ, სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიულ კონფერენციაში. კერძოდ, თუ გსურთ, კონფერენციაში ასოციაციის სახელით მიიღოთ მონაწილეობა და ღონისძიება შეესაბამება ასოციაციის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, ასოციაცია მზად არის, მოგანიჭოთ შესაბამისი მანდატი და მხარი დაგიჭიროთ ასოციაციის სახელით კონფერენციაში მონაწილეობაში. ამისათვის უნდა მოგვმართოთ განცხადებით ელ-ფოსტაზე [email protected] მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი ღონისძიების შესახებ და გაგვიზიაროთ მისი ორგანიზაციული და ტექნიკური დეტალები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი პირი თავად უზრუნველყოფს კონფერენციაში რეგისტრაციასა და შესაბამისი ხარჯების სრულად დაფარვას.

ასოციაცია მზად არის, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი, რათა გქონდეთ შესაძლებლობა, წარმოადგინოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმებზე, გააზიაროთ ქართული ადვოკატურის გამოცდილება და ხელი შეუწყოთ საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას.

ამასთანავე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად ადევნებს თვალს იურიდიული პროფესიის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს და შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე უზრუნველყოფს წევრების ინფორმირებას.

გვჯერა, რომ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ადვოკატთა პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია
8 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო!
სამართალი21 ოქტ. 2026

8 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო!

AdVoc რედაქცია