AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association19 ივნისი, 20261 წთ კითხვა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) სამუშაო შეხვედრების ფორმატი, 2023 წლის შემდეგ, განახლდა

Published date: 19 ივნისი 2026 მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) სამუშაო შეხვედრების ფორმატი, 2023 წლის შემდეგ, განახლდა. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი …

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) სამუშაო შეხვედრების ფორმატი, 2023 წლის შემდეგ, განახლდა

Published date: 19 ივნისი 2026

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) სამუშაო შეხვედრების ფორმატი, 2023 წლის შემდეგ, განახლდა.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

შეხვედრაზე ადვოკატებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა იმსჯელეს თემებზე რომლებიც დისტანციური სასამართლო სხდომებსა და სასამართლოსათვის შუამდგომლობის საკითხებს ეხება, მათ შორის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდება, ბრალდებულის უფლება ფიზიკური დასწრების - კონსტიტუციური ასპექტი, ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალური კომუნიკაცია დისტანციურ სხდომაზე, სხდომის ჩანაწერი - მტკიცებულებითი ღირებულება და წვდომა და სხვ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.

„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench-Bar) მნიშვნელოვანი პლატფორმაა ადვოკატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის პროფესიული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და განვითარება შეუძლებელია პროფესიებს შორის მუდმივი, კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის გარეშე. სწორედ აღნიშნული ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად გამოვავლინოთ სისტემაში არსებული გამოწვევები, შევიმუშაოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში უფრო ეფექტიანი, ხარისხიანი და სამართლიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებას.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench-Bar) 2020 წელს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივითა და უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით დაარსდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია