AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association16 ივნისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდის მორიგი საერთაშორისო წარმატება!

Published date: 16 ივნისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა ადვოკატთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა. ხოლო, 40+ ასაკობრივ…

ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდის მორიგი საერთაშორისო წარმატება!

Published date: 16 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა ადვოკატთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა. ხოლო, 40+ ასაკობრივ ტურნირში მე-5 ადგილზე გავიდა.

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველ ადვოკატებს გადაეცათ ჩემპიონატის საუკეთესო Fair Play გუნდის პრიზი, რაც მათ სპორტულ ოსტატობასთან ერთად, პროფესიონალიზმს, პატივისცემასა და მაღალი ეთიკური სტანდარტების ერთგულებას უსვამს ხაზს.

ადვოკატთა მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთში, ქალაქ ბენიდორმში გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდს ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა უმასპინძლა, ადვოკატ ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გუნდის წევრებმა ესპანეთში მოპოვებული ჯილდოები ასოციაციას გადასცეს.

აქვს შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს განაცხადების მიღება ადვოკატთა საფეხბურთო გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატში. ჩემპიონატი 2026 წლის 30 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 12 მოთამაშისგან (6 ძირითადი და 6 სათადარიგო მოთამაშე).

ნაკრების მხრიდან გამოთქმული სურვილის შესაბამისად, შესაძლებელი იქნება თითოეულ გუნდში დასაშვები, ადვოკატთა ასოციაციის ნაკრების წევრთა განსაზღვრული (2 ადამიანი) რაოდენობის გაზრდა.

ჩემპიონატში მონაწილეობა და გუნდის დარეგისტრირება ასევე შეუძლიათ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 500 ლარს.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი

ა/ნ: GE16BS0000000004836004

მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

დანიშნულებაში მიუთითეთ: “საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობის საფასური” და მონაწილე გუნდის სახელწოდება

დაინტერესებულმა გუნდებმა შესაბამისი განცხადება და გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 22 ივნისის ჩათვლით.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

თავმჯდომარის შეხვედრა ადვოკატებთან - სამეგრელო ზემო სვანეთი
სამართალი4 სექ. 2026

თავმჯდომარის შეხვედრა ადვოკატებთან - სამეგრელო ზემო სვანეთი

AdVoc რედაქცია
დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამართალი3 სექ. 2026

დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია
განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
სამართალი2 სექ. 2026

განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

AdVoc რედაქცია