AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association12 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდა

Published date: 12 ოქტომბერი 2026 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადვოკატის პროფესიულ საქმიანო…

ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდა

Published date: 12 ოქტომბერი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი პრინციპების დაცვის მნიშვნელობა.

ირაკლი ყანდაშვილმა მინისტრს ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრინციპი დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა და ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით მოპოვებული ან შექმნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და წერილობითი მასალების დაცვას გულისხმობს. ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები პრაქტიკაშიც სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. პაატა სალიას განცხადებით ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში კანონის შესაძლო დარღვევის მიზნით და მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული საკითხის სათანადო რეგულირებას პრაქტიკაში, რათა სრულად იყოს დაცული ადვოკატის პროფესიული საქმიანობა და არ შეიქმნას საფრთხე ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია