საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ჰელსინკში სამუშაო შეხვედრებს მართავს
Published date: 10 სექტემბერი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი სამ…

Published date: 10 სექტემბერი 2026
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკში იმყოფებიან.
ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ექსპერტიზ ფრანსეს“ ტექნიკური მხარდაჭერითა და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ფინეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ, სადაც ასოციაციების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროფესიული კავშირების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმ პრაქტიკისა და გამოცდილების ქართველი ადვოკატებისთვის გაცნობის შესაძლებლობას, რომელიც პროფესიული საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინეთის პროფკავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები პროფესიული გაერთიანებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.


