AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association9 ივლისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“ „ადვოკატთა საფეხბურთო თასის“ გამარჯვებულია!

Published date: 9 ივლისი 2026 ადვოკატთა საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“ „ადვოკატთა საფეხბურთო თასის“ გამარჯვებულია! საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატის - „ადვ…

ადვოკატთა საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“ „ადვოკატთა საფეხბურთო თასის“ გამარჯვებულია!

Published date: 9 ივლისი 2026

ადვოკატთა საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“ „ადვოკატთა საფეხბურთო თასის“ გამარჯვებულია!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატის - „ადვოკატთა საფეხბურთო თასი“ - გამარჯვებული გუნდი „უქიმერიონი“ გახდა. მეორე ადგილი დაიკავა Full House-მა, ხოლო მესამე ადგილზე LPA გავიდა.

ჩემპიონატში ადვოკატებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა: „ალიბი“, „პირველი მერცხალი“, Corpus Iuris, LPA, Lawyers United, Legitimusi, „უქიმერიონი“ და Full House.

ინდივიდუალური ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ:

- საუკეთესო ფეხბურთელი - დიმიტრი გულადიშვილი.

- საუკეთესო მეკარე - პაატა გოგიაშვილი;

- საუკეთესო უნივერსალი - ვახტანგ ჩარკვიანის სახელობის პრიზი - ლევან ნიკოლაძე;

- უხუცესი და სტაბილური მოთამაშე - როინ მიგრიაული;

- ტურნირის ბომბარდირი - ალექსანდრე წეროძე;

- საუკეთესო მცველი - იაკობ დიაკონიძე;

- საუკეთესო ფეხბურთელი - დიმიტრი გულადიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის შედეგების საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, თენგიზ სულაქველიძემ, რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე შეარჩია, რომლებიც მომავალში ასოციაციის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ.

გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონთა თასი და სპეციალური ჯილდოები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, გადასცა. მან მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ღონისძიებებს, რადგან აღნიშნული აქტივობები ადვოკატთა შორის კოლეგიალური ურთიერთობებისა და პროფესიული ერთიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით, დაწესდა განსაკუთრებული ჯილდო - ვახტანგ ჩარკვიანის სახელობის პრიზი, რომელიც ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის ვაჟის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა. აღნიშნული პრიზი მომავალშიც ტრადიციულად გადაეცემა ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალს.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია