AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association4 ივნისი, 20261 წთ კითხვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ჩემპიონატი

Published date: 4 ივნისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა საფეხბურთო გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიო…

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ჩემპიონატი

Published date: 4 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა საფეხბურთო გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატში.

ჩემპიონატი დაიწყება 2026 წლის 30 ივნისს და დასრულდება14 ივლისს.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 12 მოთამაშისგან (6 ძირითადი და 6 სათადარიგო მოთამაშე).

გუნდების რეგისტრაციისა და მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 500 ლარს.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი

ა/ნ: GE16BS0000000004836004

მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

დანიშნულებაში მიუთითეთ: “საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობის საფასური”

და მონაწილე გუნდის სახელწოდება.

ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, თენგიზ სულაქველიძე. ადვოკატები, რომლებიც ჩემპიონატის ფარგლებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, შესაძლებლობას მიიღებენ, გააგრძელონ თამაში ასოციაციის საფეხბურთო ნაკრებში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ გუნდში დასაშვებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნაკრების არაუმეტეს 2 ფეხბურთელი-ადვოკატის მონაწილეობა.

დაინტერესებულმა გუნდებმა შესაბამისი განცხადება და გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 22 ივნისის ჩათვლით.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია