AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association9 ივლისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდა

Published date: 9 ივლისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, ოთარ ჩახუნაშვილს, შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მიმოიხილეს მხ…

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდა

Published date: 9 ივლისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, ოთარ ჩახუნაშვილს, შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მიმოიხილეს მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.

საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, ასევე ადვოკატის პროფესიის ხელშეუხებლობისა და დაცვის გარანტიების გაძლიერების აუცილებლობას. მისი თქმით, სწორედ ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვა, მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების განმტკიცება, უწყვეტი პროფესიული განვითარება და ადვოკატთა მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყანაში სანდო, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა ოთარ ჩახუნაშვილს ამ მიმართულებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხედვა, მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატების საქმეთა ნაკადის განტვირთვას.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად იმუშაონ ადვოკატის პროფესიის გაძლიერების, სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობისთვის.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია