AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association3 ივნისი, 20261 წთ კითხვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა საფრანგეთის ეროვნულ ადვოკატთა საბჭოს (CNB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Published date: 3 ივნისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის ერთერთ წამყვან პროფესიულ გაერთიანება - საფრანგეთის ეროვნულ ადვოკატთა საბჭოს (CNB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ…

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა საფრანგეთის ეროვნულ ადვოკატთა საბჭოს (CNB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Published date: 3 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის ერთერთ წამყვან პროფესიულ გაერთიანება - საფრანგეთის ეროვნულ ადვოკატთა საბჭოს (CNB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და საფრანგეთის ეროვნული ადვოკატთა საბჭოს CNB ევროპის და საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-ემე პერონიმ.

მემორანდუმი მხარეებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად და მოიცავს ისეთ ერთობლივ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის გაცვლაზე, საფრანგეთის სამართლებრივი სისტემისა და კანონმდებლობის ანალიზზე. ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამუშაო შეხვედრების გზით, ქართველი ადვოკატებისთვის ფრანგული გამოცდილების გაზიარებაზე, რაც ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ფრანგულენოვანი ქართველი ადვოკატებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის ფრანგი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერის გზით.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

თავმჯდომარის შეხვედრა ადვოკატებთან - სამეგრელო ზემო სვანეთი
სამართალი4 სექ. 2026

თავმჯდომარის შეხვედრა ადვოკატებთან - სამეგრელო ზემო სვანეთი

AdVoc რედაქცია
დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამართალი3 სექ. 2026

დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია
განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
სამართალი2 სექ. 2026

განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

AdVoc რედაქცია