AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
ანგარიშის შექმნა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
ანგარიშის შექმნა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association10 ივლისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელ კურსს იწყებს!

Published date: 10 ივლისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. კურსთან დაკავშირებული დეტალები ღონისძიების მონაწილეებს…

ადვოკატთა ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელ კურსს იწყებს!

Published date: 10 ივლისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. კურსთან დაკავშირებული დეტალები ღონისძიების მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გააცნო და წარადგინა ექსპერტები, რომლებიც სამთვიან სასწავლო პროგრამას გაუძღვებიან. ღონისძიებას იურიდიული პროფესიის აკადემიური წრის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს, შუალედურ და ფინალურ გამოცდებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი ცოდნა და უნარები. კურსს სამართლის სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუძღვებიან.

მოსამზადებელი კურსი ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. პროგრამის ფარგლებში იურისტები შეისწავლიან საგამოცდო კითხვების ამოხსნის ეფექტიან სტრატეგიებს, შეცდომების ანალიზის მეთოდებს, დროის მართვის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მათ გამოცდაზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„მოხარული ვარ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსს, რომელიც სულ მალე დაიწყება, სამართლის დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები უძღვებიან, ესენი არიან მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებიც უკვე 20 წელზე მეტია საქართველოში იურისტთა არაერთ თაობას ზრდიან. სწორედ მათი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული ხედვა ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნული კურსი იქნება ხარისხიანი, სწავლასა და შედეგზე ორიენტირებული. კურსის მონაწილეები მიიღებენ როგორც მყარ თეორიულ ცოდნას, ისე გამოცდისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს.“- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა

საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციაში „ეთიკის კლინიკის" კურსდამთავრებულებისთვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
სამართალი17 ივლ. 2026

ადვოკატთა ასოციაციაში „ეთიკის კლინიკის" კურსდამთავრებულებისთვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

AdVoc რედაქცია
დარგობრივი სპეციალიზებული კურსი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) ერთობლივი შეთავაზება იურისტებისთვის!
სამართალი16 ივლ. 2026

დარგობრივი სპეციალიზებული კურსი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) ერთობლივი შეთავაზება იურისტებისთვის!

AdVoc რედაქცია
ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები"
სამართალი14 ივლ. 2026

ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები"

AdVoc რედაქცია