AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association23 ივნისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი

Published date: 23 ივნისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი. შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ტღებიუკმა საქართველოს…

ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი

Published date: 23 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი.

შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ტღებიუკმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს, თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა, ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ირაკლი ყანდაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული სტანდარტების გაძლიერების, ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია