AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association21 აგვისტო, 20261 წთ კითხვა

ეთიკის კომისიის განცხადება

Published date: 21 აგვისტო 2026 ეთიკის კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვრცელდება არაერთი ცრუ ფაქტი თუ შეურაცხმყოფელი მოსაზრება ეთ…

ეთიკის კომისიის განცხადება

Published date: 21 აგვისტო 2026

ეთიკის კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვრცელდება არაერთი ცრუ ფაქტი თუ შეურაცხმყოფელი მოსაზრება ეთიკის კომისიის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მიმართ.

საზოგადოების საყურადღებოდ ეთიკის კომისია განმარტავს, რომ ეთიკის კომისია, როგორც თვითრეგულირებადი ორგანო ახორციელებს სახელმწიფოსგან კანონის საფუძველზე დელეგირებულ საქმიანობას ადვოკატის პროფესიის დასაცავად და არის ერთადერთი ორგანო საქართველოში, რომლის კანონისმიერი ვალდებულებაა განიხილოს და შეაფასოს ადვოკატის ქცევის ეთიკურობა. ეთიკის კომისია არის დამოუკიდებელი და ყველა საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკური სტანდარტების, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. ეთიკის კომისია არის კოლეგიური ორგანო და ყველა საქმეზე მსჯელობს რამდენიმე წევრის მიერ აზრთა შეჯერებით. კომისია ეწევა არაანაზღაურებად საქმიანობას - თითოეული წევრი პროფესიას უსასყიდლოდ ემსახურება.

ადვოკატთა დისციპლინურ წარმოებაზე ვრცელდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მხარეებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დისციპლინური წარმოებით. საზოგადოების მიმართ არსებული ანგარიშვალდებულების ნაწილია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯარობა. კანონიერ ძალაში შესული ყველა გადაწყვეტილება განთავსებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საიტზე.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები დამატებით ექცევა სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ, როდესაც მოპასუხე ადვოკატს ეკისრება სახდელი. სპეციალიზირებული პალატა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არსებითად, ზეპირი მოსმენით იხილავს და დეტალურად იკვლევს ყველა საქმეს, რაც ადვოკატთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სტატისტიკით 2015-2026 წლების განმავლობაში გასაჩივრებული 42 საქმიდან არ გაუქმებულა არცერთი გადაწყვეტილება და ყველა საქმეში გაიზიარა ეთიკის კომისიის სამართლებრივი დასაბუთება.

მოვუწოდებთ საზოგადოებას არ შევიდნენ შეცდომაში და არ გაავრცელონ დამატებით არასწორი, კრიტიკის ფარგლებს გაცდენილი მოსაზრებები.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია