AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association1 ივლისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციაში "საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“ - მეორე სესია ჩატარდა

Published date: 1 ივლისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, სერტიფიცირებული კურსის - „საზაფხულო სკოლ…

Published date: 1 ივლისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, სერტიფიცირებული კურსის - „საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“ - მეორე სესია გაიმართა.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) პროცესის შერჩევის კრიტერიუმები, დავის შეფასებისა და მედიაციისთვის მომზადების ეტაპები, მედიატორის შერჩევის პროცესი, ხელშეკრულების პროექტის მომზადებისა და აღსრულების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკების ტექნიკასა და პრაქტიკულ უნარებს, მათ შორის წარმატებული მოლაპარაკების წარმართვის მეთოდებს, მედიაციის პროცესში ჩიხური მდგომარეობის დაძლევის პრაქტიკულ მიდგომებსა და დარწმუნების ეფექტიან ტექნიკებს.

სესიის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა სასამართლოსთან დაკავშირებული ADR პროგრამები, მედიაციაში ეთიკისა და პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხები, გაეროს კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული საერთაშორისო საზავო შეთანხმებების შესახებ (სინგაპურის კონვენცია მედიაციის შესახებ) და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.

„საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“-ის დასრულების შემდეგ მონაწილეებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) სერტიფიკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, და CLDP-ის წარმომადგენელმა, ანა შერმანმა, გადასცეს.

პროექტის მიზანია ახლად გაწევრიანებული ადვოკატებისა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისათვის მედიაციის მიმართულებით როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც მათ პროფესიულ საქმიანობაში მედიაციის შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია