AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association26 ივნისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

Published date: 26 ივნისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 150-მდე მონაწილეს შესაბა…

ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

Published date: 26 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 150-მდე მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

სერტიფიკატები პროგრამის მონაწილეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გადასცა და პროგრამის მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპზე წარმატება უსურვა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის ტრენერები.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამას ის იურისტები გადიან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კურსი ორ ეტაპს, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები მენტორ ადვოკატთან 9-თვიან სტაჟირებას გაივლიან. ხოლო, პროგრამის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას შეძლებენ და სრულფასოვნად ჩაერთვებიან ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში.

ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი ადვოკატების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების განვითარებას.

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია