AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
KAENRU
შესვლა
AdVoc
ადვოკატებიახალი ამბებიადვოკატებისთვისამნისტია
შესვლა
KAENRU
AdVoc
AdVoc.

ədˈvɒk — შენი ადვოკატი, ყოველთვის ხაზზე.მშვიდი და სანდო გზა იურიდიული დახმარების საპოვნელად და პროფესიული გამოცდილების ონლაინ წარმოსაჩენად.

პლატფორმაადვოკატებიახალი ამბებიდახმარება და მხარდაჭერაჩვენ შესახებკონტაქტი
სამართლებრივიგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაCookie-ფაილებიროგორ ვამოწმებთ ადვოკატებსსარედაქციო პოლიტიკა
ოფისითბილისი, საქართველო
© 2026 AdVocშექმნილია კლიენტებისა და ვერიფიცირებული ადვოკატებისთვის საქართველოში.
სიახლეებზე დაბრუნება
სამართალიGeorgian Bar Association23 ივნისი, 20261 წთ კითხვა

ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატი

Published date: 23 ივნისი 2026 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა პადელის გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პადელის …

ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატი

Published date: 23 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა პადელის გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატში.

ჩემპიონატი გაიმართება 2026 წლის 11 ივლისს.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 4 მოთამაშისგან (2 ძირითადი და 2 სათადარიგო მოთამაშე).

ჩემპიონატი იქნება ერთდღიანი და მასში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ ასოციაციის წევრებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს.

რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპით. შესაბამისად, მონაწილე გუნდები შეირჩევიან განაცხადებისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობის მიხედვით.

გუნდების რეგისტრაციისა და ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის (16 გუნდი) შევსებამდე.

განაცხადებისა და ქვითრების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი.

მონაწილეთა დრესკოდი: თეთრი მაისური.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 240 ლარს.

საფასურის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი

ა/ნ: GE16BS0000000004836004

მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

დანიშნულება: „პადელის ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობის საფასური“ და მონაწილე გუნდის სახელწოდება.

დაინტერესებულმა გუნდებმა ელექტრონულ მისამართზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ:

• გუნდის რეგისტრაციის განცხადება;

• მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

პადელის ჩემპიონატის მიმართ მაღალი ინტერესის შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნული ჩემპიონატის მომავალშიც გამართვას გეგმავს.

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატზე!

წყაროს გახსნა

მსგავსი საკითხი გაქვთ?

ესაუბრეთ ვერიფიცირებულ ადვოკატს AdVoc-ზე — დაჯავშნეთ კონსულტაცია და მიიღეთ მკაფიო პასუხები.

იპოვეთ ადვოკატი
განაგრძეთ კითხვა

მსგავსი სტატიები

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!
სამართალი23 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო!

AdVoc რედაქცია
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ
სამართალი22 ოქტ. 2026

საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ

AdVoc რედაქცია
ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სამართალი22 ოქტ. 2026

ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

AdVoc რედაქცია